ელექტრიკოსი თბილისში: როზეტების შეკეთება, ჩამრთველების შეცვლა, ელექტრიკოსი საათობრივად

მონტაჟისა და შეკეთების სამუშაოები. ოპერატიულად, ხარისხიანად და ვადების დაცვით!

გამოიძახეთ პროფესიონალი ელექტრიკოსი

ელექტრო მოწყობილობების მონტაჟი და შეცვლა - როზეტები, ჩამრთველები, განათება. სამუშაოს შევასრულებთ ოპერატიულად და გარანტიით.

ბიუჯეტური გადაწყვეტილებები

ელექტრიკოსის მომსახურება ხელმისაწვდომ ფასად. გამჭვირვალობა ანგარიშებში. თქვენი ბიუჯეტი - ჩვენი პრიორიტეტია.

მოვალთ ზუსტად შეთანხმებულ დროს

ჩვენ ვაფასებთ თქვენს დროს და არასდროს დაგაყოვნებთ.
ვთანხმდებით კონკრეტულ დროს — და ზუსტად იმ დროსაც მოვდივართ.

კავშირზე ვართ

მთავრდება სამუშაო — მაგრამ ჩვენ კავშირზე ვრჩებით.
დაგრჩათ შეკითხვა, პრობლემა, გაურკვევლობა?

გჭირდებათ როზეტების, ჩამრთველების, განათების მონტაჟი?

მოგვწერეთ ახლავე — სწრაფად დაგეხმარებით.

ჩვენი მომსახურება

გამოცდილი ელექტრიკოსი ადგილზე — სწრაფი გამოსვლა თბილისში
როზეტების მონტაჟი და შეცვლა

დაგჭირდათ ელექტრიკოსი სახლში? მოვალთ თბილისში და ზუსტად, სუფთად დავაყენებთ ახალ როზეტებს ან შევცვლით ძველებს.
ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპზე — ორმაგი, USB, მიწის ხაზით, მაღალი დატვირთვისთვის.
დავაყენებთ როზეტებს სარეცხი მანქანისთვის, გაზქურისთვის, ტელევიზორისთვის.
დავიცავთ ყველა წესსა და სტანდარტს — არ ვტოვებთ მტვერს და არ საჭიროებს გადაკეთებას.

ელექტროგაყვანილობის მონტაჟი გიფსოკარტონის კედელში
ჩამრთველების მონტაჟი და შეცვლა

გჭირდებათ ძველი ჩამრთველის შეცვლა ან ახალი მოდელის დაყენება?

ჩვენ სწრაფად და სუფთად დავამონტაჟებთ ნებისმიერ ტიპს — კლასიკურ, სენსორულს, დიმერთან ერთად ან ორმხრივს (პერეხოდნაიას).
გავითვალისწინებთ თქვენს კომფორტს, ელექტროგაყვანილობის სქემას და განათების კონტროლის ადგილმდებარეობას.

ვმუშაობთ ჩამრთველების ყველა ტიპზე:

  • ერთდაშენებული და ორმაგი

  • განათების ინდიკატორით

  • სველი წერტილებისთვის

  • დიმერის ფუნქციით

  • რამდენიმე ნათურის დამოუკიდებელი მართვისთვის

შევასწორებთ წინა შეცდომებს, გავამაგრებთ კონტაქტებს და შევამოწმებთ უსაფრთხოებას.
ყველაფერი სტანდარტების დაცვით — რომ ჩამრთველი იმუშაოს ზუსტად, ზედმეტი ხარვეზების გარეშე.

ჩამრთველის შეცვლა ბინაში — დეტალური ელექტრომუშაობა
ლუსტრების, სანათების და ბრების მონტაჟი

გჭირდებათ ახალი ლუსტრას ან სანათის დაყენება?
მოვახდენთ დამაგრებას და მიერთებას — ჭერის, კედლის ან წერტილოვან განათებაზე.
ვმუშაობთ სწორად, სისუფთავით და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით.

რას გვთხოვენ ყველაზე ხშირად:

  • ძველი ლუსტრას მოხსნა და ახლის დაყენება

  • სანათების მონტაჟი გაჭიმულ ჭერზე

  • ბრების დამაგრება და ჩამრთველზე მიერთება

  • განათების გასწორება ცენტრალურად

  • პრობლემების გადაწყვეტა — ციმციმი, გათიშვა, კონტაქტის დაკარგვა

შეგიძლიათ მშვიდად მოგვანდოთ — შედეგი იქნება ლამაზი, უსაფრთხო და სწორი.

ლუსტრას დაყენება ჭერზე — სისუფთავით და სწორად
ელექტროგაყვანილობის მცირე სამუშაოები

გჭირდებათ ელექტრიკოსი მცირე სამუშაოზე?
გავყვავთ კაბელს, დავამატებთ წერტილს, შევაერთებთ ტექნიკას — სწრაფად და წესების დაცვით.

ხშირად მოგვმართავენ, როცა საჭიროა:

  • კაბელის გაყვანა სარეცხ მანქანამდე, ქურამდე ან გამწოვამდე

  • ახალი როზეტას ან ჩამრთველის გამოყვანა

  • წინა ოსტატის შეცდომების გამოსწორება

ფარის შეკეთება და ავტომატების შეცვლა თბილისში
ელექტრო ფარის შეკეთება

გაქვთ პრობლემა ელექტრო ფარში?
მოვაგვარებთ როგორც ნაწილობრივ დაზიანებას, ისე სრული ბლოკის შეცვლას — უსაფრთხოდ და სწორად.
შევამოწმებთ ფაზების გადანაწილებას, კაბელების მდგომარეობას და ავტომატების რეაქციას.

რას ვაკეთებთ:

  • ფარის დიაგნოსტიკა გათიშვების, მერყეობის ან გადახურების დროს

  • ავტომატების, დიფერატორების, შინის და კონტაქტების შეცვლა

  • განათების აღდგენა მოკლე ჩართვის შემდეგ

  • დატვირთვის სწორად გადანაწილება ხაზებზე

  • კაბელების მოწესრიგება და ძველი სკროტების ჩანაცვლება

არ ვტოვებთ „დროებით გამოსავალს“ — შედეგი უსაფრთხოა და გრძელვადიანი.

როზეტის დაყენება კედელზე — უსაფრთხო მონტაჟი თბილისში
ელექტროსისტემის გაუმართაობის აღმოფხვრა

გაქვთ პრობლემა — ნათურები ციმციმებენ, ავტომატი ითიშება, სუნია დამწვარი?
მოვდივართ, ვადგენთ მიზეზს და ვაგვარებთ სწრაფად და უსაფრთხოდ.

ჩვენ ხშირად გვიკავშირდებიან, როცა:

  • სახლში ან ოთახში იჭრება დენი უცებ

  • როზეტა ცხელდება ან ნაპერწკლებს ყრის

  • ტექნიკა არ მუშაობს სწორად — მერყეობს ძაბვა

  • ავტომატი ითიშება მიზეზის გარეშე

  • იგრძნობა დამწვარი პლასტიკის სუნი

ვმუშაობთ სიზუსტით — არაფერს არ ვცვლით „სავარაუდოდ“.
ელექტროენერგია უნდა იყოს უსაფრთხო — ჩვენ ამას ვუზრუნველყოფთ.